ლეო მესიმ სამი საყვარელი მოთამასე დაასახელა

20-03-2020, 14:31

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფორვარდმა, ლეო მესიმ სამი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა.

"მარადონა, ზიდანი და რონალდინიო. ვფიქრობ, ისინი ისტორიაში საუკეთესოები არიან."

"ზინედინი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მაისურის გაცვლა ვთხოვე. მისი თამაშით მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი."

"რაც შეეხება რონალდინიოს. მან მე უამრავი რამ მასწავლა და ვფიქრობ, მის გარეშე ჩემი კარიერა სხვანაირად წარიმართებოდა." - აცხადებს მესი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით