ლუკა იოვიჩს პატიმრობა ემუქრება

20-03-2020, 16:19

როგორც იცით, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი სერბეთში დაბრუნდა და კორონავირუსის იზოლაციის წესი დაარღვია.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მკაცრად გააკრიტიკა "სამეგო კლუბის" ფორვარდისა  და "ასკოლის" ნახევარმცველი ნიკოლა ნინკოვიჩი კარანტინის წესების დარღვევისთვის და განაცხადა, რომ იგივე ქმედების მეორედ ჩადენის შემთხვევაში მათ დააპატიმრებე,

"ეს ახალგაზრდა ადამიანები მილიონერები არიან. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ, მაგრამ ასე არ არის".

"კანონის დამრღვევები უნდა დაისაჯონ. ეს არის ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გაკეთდეს -ისინი უნდა  დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭებს, რომლებიც ნანობენ თავიანთ საქციელს, უკვე შეატყობინეს ამ საფრთხის შესახებ და ჩვენ თავიდან ავიცილებთ რადიკალურ ზომებს".

"ახლა, ორივე იზოლაციაში ომყოფებიან და მათ აუცილებლად დააპატიმრებენ, თუ იქიდან წასვლას გადაწყვეტენ", -  განაცხადა ვუჩიჩმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით