ზიდანის მომავალი გარკვეულია

20-03-2020, 16:46

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ, მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, ზიდანი გუნდთან მუშაობას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს.

"სამეფო კლუბის" მესვეურებმა გადაწყვიტეს დატოვონ ზიდანი გუნდის სათავეში იმის მიუხედავად, რა შედეგებს აჩვენებს მიმდინარე სეზონში.

როგორც იცით, სეზონის დასაწყისში მადრიდელ ბოსები ზიდანს პოსტზე მხოლოდ ლა ლიგის მოგების შემთხვევაში ტოვებდნენ, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როცა გაუგებარია, დასრულდება თუ არა სეზონი, გადაწყდა არ მომხდარიყო უახლოეს პერიოდში სამწვრთნელო გადაადგილებები.

27 ტურის შემდეგ, "რეალი" მეორე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში და ლიდერ "ბარსელონას" ორი ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით