რაიოლა: "ამ ზაფხულს "რეალში" ჩემს ვარსკვლავს მივიყვან"

20-03-2020, 17:16

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "რეალში" ვარსკვლავის მიყვანას გეგმავს.

"ჩემი რეალთან" დამოკიდებულების შესახებ ყველასათვის ცნობილია, და ძალიან მინდა ერთხელ შევძლო და მადრიდში ვარსკვლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელი მიყვანო".

"დღეს მე იქ არეოლა მყავს, მაგრამ ეს მხოლოდ სანახევრო ტრანსფერია, რადგან მადრიდში იჯარით თამაშობს".

"მინდა ამ კლუბში მივიყვანო ვარსკვლავი და შევეცდები, რომ ეს ამ ზაფხულს მოხდეს. ამაყი ვიქნები ასეთი გარიგებით და ჩემი ფეხბურთელებისთვისაც ეს სიამაყის საგანი იქნებოდა, რადგან "რეალი" დიდი გუნდია", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, იტალიელი აგენტის კლიენტთა შორის ერთ-ერთია "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომლის მიმართ "რეალის" ინტერესი ადრე არაერთხელ დადასტურებულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით