სერია ა-ს განახლების თარიღი ცნობილია

20-03-2020, 17:41

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გადადებულია, შეჩერებულია შიდა ჩემპიონატები ევროპის თითქმის ყველა ქვყანაში.

აღნიშნული მდგომარეობის გამო, იტალიის სერია ა-ც შეჩერებულია და  ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან.  COVID-19-ით დაინფიცირებულნი არიან "იუვენტუსის", "ინტერისა" და "ტორინოს" ფეხურთელები.

"30 მაისამდე გადასახადები ყველა სპორტულ ფედერაციას შევუჩერეთ. აგრეთვე შევაჩერეთ ქირის გადასახადი სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ყველა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე. მჯერა, სერია ა-ს განახლება 2 მაისს არის შესაძლებელი, ამის შემდეგ კი ვიმსჯელოთ, ეს დახურულ კარს მიღმა უნდა მოხდეს თუ მაყურებელთა თანხლებით", - აცხადებს იტალიის სპორტის მინისტრი.

აპენინური გამოცემების უკანასკნელი ცნობებით,  სერია ა 2 მაისს განახლდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით