"ინტერის" მთავარი სამიზნე ცნობილია

20-03-2020, 21:37

გავლენიანი იტალიური გამოცემა  La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ინტერის" მთავარი სამიზნე "ჩელსის" თავდამსხმელი იქნება.

წყაროს ცნობით, მილანური გრანდი ოლივირ ჟირუს გადაბირებას ეცდება, რომელსაც ლონდონურ კლუბთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი გადება.

"ინტერის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ჟირუს მილანში გადმოყვანა ადრეც სურდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ „ჩელსის“ შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიგა მაქარაშვილი თორნიკე შენგელიას ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა

დაგვიმეგობრდით