ლა ლიგის პრეზიდენტი გუნდებს ვარჯიშის განახლებისკენ მოუწოდებს

20-03-2020, 17:58

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა  ვიდეოკონფერენცია სადაც მიმდინარე სეზონის გეგმებზე ისაუბრა.

ტებასმა გუნდებს სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ვარჯიშებს, რათა უკეთ მოემზადონ ჩემპიონატის განახლებისთვის.

ასევე პირობა დადო, რომ რომ გუნდების უსაფრთხოება დაცული იქნება, სეზონი კი არ განახლდება, სანამ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ლა ლიგის განახლებას 23 აპრილს გეგმავენ, მაგრამ ასევე საუბარია პაუზის მაისამდე გახანგრძლივებაზე, რაც უფრო რეალურ ვარიანტად სჩანს. 

დღეისათვის, ესპანეთში კორონავირუსით 18 ათასი ინფიცირებულია, 833 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით