გრანდების სამიზნეს "საციომ" ფასი დაადო

20-03-2020, 22:38

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ლაციოს" ხელმძღვანელობამ სერბ ნახევარმცველ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის, გასხვისების სანაცვლოდ სასურველი თანხა დაასახელა.

რომაული კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო 25 წლის ფეხბურთელს 120 მილიონ ევროდ აფასებს და ამ თანხის დაწევას არ აპირებს.

ამასთანავე, თუ "ლაციო" ჩემპიონი გახდა, ნახევარმცველის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენა "პარი სენ-ჟერმენს", მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კარანტინის დროს ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით