მესის ცოლი: "სახლში ვზივართ და ძირითადად ამას ვაკეთებთ"

20-03-2020, 23:49

არგენტინის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელის, ლეო მესის, ცოლმა ანტონელამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სახლში ფეხბურთზე არ საუბრობენ.

"მესი ოჯახში ფეხბურთელი არ არის. როცა სახლში ვართ, ფეხბურთის შესახებ თითქმის არასდროს ვსაუბრობთ, მას ეზიზღება მასზე ლაპარაკი. ყველა ერთად ვიკრიბებით და ვცდილობთ სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება. ძირითადად ტელევიზორს ვუყურებთ", - განაცხადა ლეოს ცოლმა. 

შეგახსენებთ, რომ მედიაში ასევე გავრცელდა, რონალდოს დედის ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ კრიშტიანო სახლში მესის შესახებ საუბარს კრძალავს. როგორც ჩანს ვარსკვლავები გადაიღალნენ. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით