ჯეკ გრილიში "მანჩესტერს" უახლოვდება

21-03-2020, 10:32

დღეს Birmingham Live-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნატედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე შეარჩია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" "ასტონვილადან" ინგლისელი ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის დამტებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელსაც ხიბლავს მანჩესტერულ კლუბში ასპარეზობა, რაც უფრო ზრდის ტრანსფერო განხორციელების შანსებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ  ინგლისელი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით