1973 წლის უნიკალური კადრები - როგორ დაამარცხა ლევან თედიაშვილმა ამერიკელი (ვიდეო)

21-03-2020, 01:58

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 73, 74, 75) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 76, 78). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). ჯამში ლეგენდარულმა ქართველმა 640 ორთაბრძოლა გამართა და 638 მოგება დააფიქსირა.

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია", რომელშიც მთავარი როლი ლევან თედიაშვილმა შეასრულა ველოსიპედისტ ომარ ფხაკაძესთან ერთად.

1973 წელი, მსოფლიო ჩემპიონატი - ლევან თედიაშვილი VS ბენჯამინ პეტერსონი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით