"ბარსელონაში" სკანდალი მწიფდება

21-03-2020, 14:38

ესპანური ტაბლოიდების მტკიცებით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა აპირებს ფეხბურთელებს ხელფასი შეუმციროს, იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

კატალონიელთა პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ, შეიძლება სულ მალე მიმართოს მოთამაშეებს თხოვნით - კლუბისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგან და უარი თქვან ხელფასის ნაწილზე. საინტერესოა, რამდენად იქნება ეს მხოლოდ თხოვნა და არა ვალდებულების დაკისრება.

ზოგადად კატალონელთა  ბიუჯეტი 1.047 მილიარდი ევროს შეადგენს, საიადანაც 61 პროცენტი სახელფასო ბიუჯეტია, თუმცა, დღევანდელ პირობებში "ბარსელონას" არ შეუძლია ამ ციფრებით საკუთარი ვალდებულებების შესრულება.

სავარაუდოა, რომ ამ გადაწყვეტილებას ფეხბურთელების უკმაყოფილება მოჰყვება.
 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით