მიუნხენის "ბაიერნი" დროს არ კარგავს და "ლევერკუზენის" ნახევარმცველის, კაი ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერები" ჰავერცის ყიდვას ზაფხულში შეეცდებიან და ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, ხელფასის სახით კიწელიწადში 8 მილიონ ევროს აღუთქვამს.
20 წლის გერმანელის Transfermarket-ი 130 მილიონ ევროდ აფასებს.
აქვე გეტყვით, რომ მისი შეძენით "ბარსელონა" "ლივერპული" და "პარი სენ-ჟერმენიც" არიან დაინტერესებულნი.
მიმდინარე სეზონში ჰავერცის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
-
|
-
|