ფეხბურთის 5 ვარსკვლავი, რომლებზეც კორონა ვირუსმა დადებითად იმოქმედა

21-03-2020, 23:12

ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამხელა ზიანი მიაყენა და ჯერ კიდევ მოაქვს კორონავირუსს მსოფლიოსთვის. ამ პანდემიამ მთლიანად სპორტიც დააზარალა და ჯერ კიდევ დაუთვლელია ის ფინანსური ზიანი, რომელიც ამ ვირუსმა მოიტანა.

მოგეხსენებათ, თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია. 1 წლით გადაიდო კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი. ფინანსურ დანაკარგებს განიცდიან კლუბები და თავად ფეხბურთელებიც, თუმცა, შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ფეხბურთელზე მომხდარმა დადებითად იმოქმედა.

footballnews.ge წარმოგიდგენთ მსოფლიო ფეხბურთის 5 ვარსკვლავს, რომლებზეც ამ პანდემიამ დადებითად იმოქმედა.

5. ნიკლას ზულე - ტრავმის გამო გამოტოვებდა ევროპის ჩემპიონატს
4. ედენ აზარი - ჩემპიონთა ლიგის პლეიოფს ცუდ ფორმაში ხვდებოდა
3. მემფის დეპაი - ტრავმის გამო გამოტოვებდა ევროპის ჩემპიონატს
2. უსმან დემბელე - ტრავმის გამო გამოტოვებდა ევროპის ჩემპიონატს
1. ჰარი კეინი - ტრავმის გამო გამოტოვებდა ევროპის ჩემპიონატს

ქართველი გულშემატკივრებისთვის კი აღსანიშნავია ჩვენი ეროვნული ნაკრების ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ცუდი ფორმა. მოგეხსენებათ, გიორგი მოედანზე რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებული იყო და ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ცუდ კონდიციებში ხვდებოდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დინამო თბილისისა და ტირანას მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით