გატუზომ დაუშვებელი გადაწყვეტილება მიიღო

21-03-2020, 19:42

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება გადადებულია, შეჩერებულია შიდა ჩემპიონატები ევროპის თითქმის ყველა ქვყანაში.

აღნიშნული მდგომარეობის გამო, იტალიის სერია ა-ც შეჩერებულია და ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან. COVID-19-ით დაინფიცირებულნი არიან "იუვენტუსის", "ინტერისა" და "ტორინოს" ფეხურთელები.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო იტალიაში დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ჯენარო გატუზოს მოთხოვნით "ნაპოლი" 25 მარტს ვარჯიშების განახლებას აპირებს.

იტალიელი სპეციალისტი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ნეაპოლში კორონავირუსის დაინფიცირებულთა რიცხვი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთში და ეს ვარჯიში ფეხბურთელების ფორმის დაკარგვას დააზღვევს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით