ანჩელოტი ყოფილი შეგირდით დაინტერესდა

21-03-2020, 23:48

დღეს არაერთმა იტალურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" ესპანელი შემტევის შეძენით პრემიერ ლიგის კლუბი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ევერტონი" შემტევი ხაზის გაძლიერებას ნეაპოლელთა რიგებიდან ხოსე მარია კალეხონის გადმობირებით გეგმავს.

როგორც ცნობილია, ესპანელი შემტევისადმი ინტერესს მისი ყოფილი თავკაცი, კარლო ანჩელოტი იჩენს, რომელიც "კაფეტებს" უდგას სათავეში.

აღსაღნიშავია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის იტალიურ გრანდში ბოლო თვეებს ატარებს და რის გამოც აღნიშნული ტრანსფერი რეალური შესაძლოა გახდეს.

კალეხონმა მიმდიანრე სეზონში "ნაპოლის" მაისური 32 შეხვედრაში მორიგო სადაც თავი 2 გატანილი გოლით და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ესპანელი შემტევის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით