"მანჩესტრმა" თვალი "ინტერის" მცველს დაადგა

22-03-2020, 00:15

რამდენიმე საათის წინ ცნობილმა გამოცემამ Express.co.uk-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაცვის ხაზის გაძლიერებას "ნერაძურის" რიგებიდან დიეგო გოდინის დამატებით გეგმავენ.

როგორც ცნობილია, თავად ურუგაველი ფეხბურთელიც განიხილავს კლუბიდან წასვლის ვარიანტებს, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დიეგო გოდინის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიგა მაქარაშვილი თორნიკე შენგელიას ირგვლივ არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა

დაგვიმეგობრდით