ობამეიანგის დამატებით მორიგი გრანდი დაინტერესდა

22-03-2020, 00:40

დღეს daily mail-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" ლონდონის "არსენალის" გაბონელი ფორვარდის დამატებით დაინტერესდა.

ცნობილი ბრიტანული გაომცემის თანახმად, მილანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მეთოფეთა" რიგებიდან, პიერ ემერი ობამეიანგის დამატებას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, "ნერაძურის" ბოსები ობამეიანგს, ლაუტარო მარტინესის შემცვლელად განიხილავნე, რომელიც დიდი ალბათობით კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

აღსაღნშნავია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელიც განიხილავს გუნდიდან წასვლას, რადგან კლუბში ამჟამინდელი არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გაბონელი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით