ლევანდოვსკიმ კორონავირუსის დასამარცხებლად, მილიონი გაიღო !

22-03-2020, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, კორონავირუსით დაზარებულთა ფონდში, მილიონი ევრო გადარიცხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის თავდამსხმელმა თანხა გაიღო ასევე იმ დაწესებულებების პერსონალისთვის, რომლებიც ამჟამად ანტივირუსზე მუშაობენ.

ცნობების მიხედვით, ლევანდოვსკისთან ერთად მილიონი გაიმეტა "მილანის" შემტევმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო ევროპული ჩემპიონატები, მინიმუმ 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი მოჭიდავე დაკავებულია

დაგვიმეგობრდით