ლევანდოვსკი ოჯახი Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

30-03-2020, 16:27

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდი ევროს გადარიცხა.

რობერტ ლევანდოვსკიმ თანხა Covid-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მეუღლესთან, ანასთან ერთად შესწირა და წერილი გამოაქვეყნა.

"ეს უთანასწორო ბრძოლაა. ყველამ ვიცით, ჩვენს გარშემო არსებული მძიმე ვითარების შესახებ. დღეს მთელი მსოფლიო ერთ გუნდში ვთამაშობთ და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ. ჩვენ თუ დახმარება შეგვიძლია, მოდით, ეს გავაკეთოთ".

"ყველას მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ინსტრუქციები და მოუსმინოთ მათ, ვინც უკეთ იცის. ამით კი აჩვენეთ პასუხისმგებლობა", - წერია განცხადებაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, გაიზარდნენ"! - რუსული კალათბურთის ვარსკვლავი თორნინე შენგელიას "ცსკაში" გადასვლას გამოეხმაურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით