კორონავირუსი არაფერ შუაშია, ზლატანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზი აქვს

22-03-2020, 16:52

რამდენიმე დღის წინ, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას დაასრულებს.

როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა "მილანის" შვედი ფორვარდი კარიერას მაინც დაასრულებს.

La Gazzeta Delo Sport-ის ცნობით, 38 წლის შვედი მზად არის წავიდეს ფეხბურთიდან არა კორონავირუსის, არამედ ამჟამინდელი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც იბრა "მილანში" დაბრუნდა 10 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ მიაგეს პატივი გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას

დაგვიმეგობრდით