კახა კალაძე: "დღეს პაოლო მალდინის ვესაუბრე და ის.."

22-03-2020, 22:46

მოგეხსენებათ, ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "მილანის" დირექტორი პაოლო მალდინი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

ცნობილი ხდება, რომ დაავადებულია ასევე მისი ვაჟი, დანიელიც, რომელიც ბოლო პერიოდში პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

მომხდარს "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და ყოფილი თანაგუნდელის, პაოლო მალდინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"როგორც იცით, პაოლო მალდინი მის შვილთან ერთად კორონავირუსითაა დაავადებული. დღეს მქონდა კომუნიკაცია და ის უკეთესად გრძნობს თავს. იტალიაში მთელი საზოგადოება შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მილანის შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად არის დაკეტილი. შეიძლება, ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ რეგიონშია", – განაცხადა კალაძემ.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

თორნიკე შენგელიას განცხადება თავის სატრანსფერო მომავლთან დაკავშირებით

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით