კორონავირუსის გამო სერია ა-ს ფეხბურთელები იზარალებენ

22-03-2020, 23:39

კორონავირუსის გამო არაერთი ფეხბურთელი სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნახავს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, იტალიური კლუბები საკუთარი მოთამაშეებისთვის ხელფასების შემცირებას გეგმავს.

მაგალითისთვის, ტურინის "იუვენტუსი" ფეხბურთელების ხელფასებს მათი ოდენობის მიხედვით შეამცირებს. იგივე კრისტიანო რონალდუს ხელფასის 30%-ით შემცირება ელოდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვთ სხვა გუნდებს. თუმცა, არაერთმა იტალიურმა კლუბმა უკვე სერიოზული ფინანსური ზიანი მიიღო კორონავირუსის გამო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით