"ბაიერნმა" კორონავირუსთან საბრძოლველ ეფექტურ წამალს მიაგნო

23-03-2020, 00:28

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა ევროპაში, მათ შორის გერმანიაშიც მყარად მოიკიდა ფეხი და არაერთი ცნობილი ფეხბურთელიც დააინფიცირა, ვირუსმა მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებს ვერაფერი დააკლო.

კლუბის შეფ-მზარეულის, ალფონს შუჰბეკის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი მიუნხენელი მოთამაშეების იმუნური სისტემაა.

"ბაიერნის ფეხბურთელები ყოველდღიურად იღებენ თითო ჭიქა ჯინჯერს. ეს მათ იმუნურ სისტემაზე ერთი-ორად აძლიერებს და კორონავირუსი ვერცერთ მათგანს ვერაფერს დააკლებს."

"მისი მომზადება მარტივია. ჭიქის ნახევარს დაწურული ჯინჯერისგან შედგება, მეორე ნახევარი კი წვენისგან", - აცხადებს შუჰბეკი.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის გერმანიაში 25 000-მდე ინფიცირებულია, რაც მსოფლიოში მე-5 მაჩვენებელია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით