ალდერვეირელდი კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარა !

23-03-2020, 02:06

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელი ცენტრალური მცველი, ტობი ალდერვეირელდი, კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ინფიცირებულთა დახმარების ფონდში 500 000 გირვანქა გადარიცხა და ამასთან ერთად, საავადმყოფოებს მისი ბრენდის ტექნიკის მიწოდება შესთავაზა.

ცნობების მიხედვით, ალდერვეირელდის ფირმა კლინიკებს, პლანტეშებსა და ტელევიზორებს გადასცემს, რათა დაავადებულები მაქსიმალურად კომფორტულად იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი, 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით