რონალდუმ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა - პასუხი ცნობილია

23-03-2020, 16:47

Sky Italia-ს ცნობით, "იუვენტუსმა" კორონავირუსზე თავისი ყველა ფეხბურთელის ტესტის პასუხი მიიღო.

პოზიტიური ინფორმაცია არის ის, რომ კორონავირუსის ახალი დადებითი ტესტი კლუბის ფეხბურთელებს არ დაუდგინდათ. ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო ტურინელების პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმაც.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო კუნძულ მადეირაზე, საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამგვარად, ინფიცირებულია "იუვენტუსის" მხოლოდ სამი ფეხბურთელი: დიბალა, რუგანი და მატიუიდი, რომლებსაც კორონავირუსი ადრე დაუდგინდათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით