"რეალის" ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსს ემსხვერპლა

23-03-2020, 17:21

გუშინ გავრცელდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, "რეალის" ყოფილი პრეზიდენტის, ლორენსო სანსის,  გარდაცვალების შესახებ, რაც კორონავირუსით დაინფიცირებას მოჰყვა.

მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესი გამოეხმაურა აღნიშნულ ტრაგედიას და მისი წინამორბედის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

"სიტუაცია, რომელშიც ახლა ვართ, ძალიან უმოწყალოა. ისეთ დროში ვცხოვრობთ, როგორიც ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დაგვსიზმრებია. ლორენსო სანსთან და მის ოჯახთან ერთად ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა".

"რეალი" ლორენსოს სიყვარული იყო და ეს ემოციები მასში ბოლომდე არ გამქრალა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლორენსო სანსის სახელი კლუბის ისტორიაში დარჩეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით