"ლივერპულის" ფანი ორი წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა სახლში

23-03-2020, 22:52

ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩი "რომასა" და "ლივერპულს" შორის.

შეხვედრის დაწყებამდე ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის დიდი შეტაკება მოხდა, რის გამოც მერსისაიდელთან ერთ-ერთი ფანი ძალიან მძიმედ დაშავდა.

მიღებული ტრავმების შედეგად შონ კოქსი თვეების განმავლობაში კომაში იყო. შემდგომ კი რეაბილიტაციის კურსები დაიწყო და საბოლოოდ გამომჯობინდა.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "ლივერპულის" ქომაგი ამ ტრავმის შემდეგ პირველად დაბრუნდა საკუთარ ბინაში.

შონის თქმით, ის ძალიან დიდხანს ელოდა ამ მომენტს და ახლა ის ბედნიერია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით