"ბარსელონამ" ალბას შემცვლელს მიაგნო

23-03-2020, 23:31

ცნობილმა გამოცემამ, Football Espana-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" "პორტოს" 27 წლის ბრაზილიელი მცველის გადმობირებით დაინტერესდა.

წყაროს თანახმად, კატალონიელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პორტუგალიური გრანდიდან, ალექს ტელესის დამატებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, "ბარსელონა" ბოსები ბრაზილიელ ფეხბურთელის, ხორდი ალბას შემცლვლელად განიხილავენ.

მარცხენა მცველმა მიმდინარე სეზონში "პორტოს" მაისური 36 შეხვედრაში მორიგო, სადაც თავი 9 გატანილი გოლით და 5 საგაოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენბთ იმასაც, რომ ალექს ტელსის ამჟამინდელი სატრანფსფერო ღირებულება 40 მილიონ ევორს შეადგენს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით