"არსენალმა" ვარჯიშის განახლება გადადო !

24-03-2020, 02:31

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალმა" სავარჯიშო სესიების განახლებაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 მარტს, ფეხბურთელებს კლუბმა სოციალურ მედიაში შემდეგი წერილი გაუგზავნა: "თქვენი ჯანმრთელობა უპირველესია, დარჩით სახლში."

ცნობების მიხედვით, მოთამაშეები ჯერ-ჯერობით, ფორმის შენარჩუნებას, ინდივიდუალურად შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი, 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით