მანე სენეგალს სამეციდინო დაწესებულების აშენებას დაპირდა !

24-03-2020, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპულის" სენეგალელი ვარსკვლავი, სადიო მანე, საკუთარი ქმედებით გულშემატკივრების გულის მოგებას განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქველმოქმედებით ცნობილი მოთამაშე კორონავირუსის გამო, სამშობლოს სამედიცინო დაწესებულების აშენებას დაპირდა.

ცნობების მიხედვით, შემტევმა აფრიკულ ქვეყანას ამასთან ერთად, მილიონი ევრო გადაურიცხა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის შედეგად პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი, 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით