გვარდიოლა ყოფილ შეგირდს ითხოვს

24-03-2020, 13:17

რამდენიმე საათი წინ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ ლიგის გრანდი მიუხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის დამატებით დაინტერესდა.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მანჩესტერ სიტი" დაცვის ხაზის გაძლიერებას "რეკორდმაისტერთა" რიგებიდან, დავიდ ალაბას გადმობირებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, ავსტირელი ფეხბურთელის დამატებით პირადად "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ინტერესდება, რომელიც რამდენიმე სეზონის წინ წვრთინადა "ბაიერნს".

ავსტირელმა მცველმა მიმდაინრე სეზონში "რეკორდმაისტერთა" მაისური 27 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 1 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დავიდ ალაბას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, გაიზარდნენ"! - რუსული კალათბურთის ვარსკვლავი თორნინე შენგელიას "ცსკაში" გადასვლას გამოეხმაურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით