თემურ ქეცბაია: "უმძიმესი ვითარებაა და არ შემიძლია ეს შევაჩერო"

24-03-2020, 13:58

"ანორთოსისის" ჩვენებურმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, მის გუნდში მოასპარეზე ლეგიონერების მურთაზ დაუშვილისა და ჯანო ანანიძის საქართველოში დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.


"ორივე მათგანს სამშიბლოში გასამგზავრებლად სუბიექტურიბმიზეზი ჰქონდა, მაგრამ ეს ჩემთვის სრულიად მისაღებია. დაუშვილმა მითხრა, რომ ღამით ვერ იძინებდა, რადგან მისი შვილები და მეუღლე საქართველოში იყვნენ. ოჯახის წევრების ჩამოსვლას ელოდა. მაგრამ, მერე მათი საქართველოში დაბრუნება გართულდებოდა, რადგან აეროპორტები, ფაქტობრივად, დაკეტილია".

"ასეთივე ვითარებაში იყო ანანიძეც, მათ საკუთარი ოჯახი მარტო არ მიატოვეს. მე კი არ შემიძლია ფეხბურთელები, ამ მძიმე სიტუაციაში, იმიტომ გავაჩერო, რომ მათ გუნდთან ხელშეკრულება აკავშირებთ", - განაცხადა ქეცბაიამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკა ბასილაშვილის ოჯახში მატებაა. ჩოგბურთელის ახალი სიყვარული ფოტოს აქვეყნებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით