"ბარსელონა" ტერ შტეგენს კარგავს, მსურველი უკვე გამოჩნდა

24-03-2020, 20:37

დღეს ცნობილმა გამოცემამ The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნი" კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი კარის დარაჯის შეძენით დაინტერესდა.

ზემოთ ხსენებული წყაროს თანახმად, "რეკორდმაისტერები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კატალონიელთა რიგებიდან, მარკ ანდე ტერ შტეგენის გადმობირებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, გერმანელი გრანდის ბოსებმა უკვე მიმართეს "ბარსელონას" აღნიშნული ტრანსფერის შესახებ.

აღსაღნიშნავაი ის ფაქტიც, რომ ტერ შტეგენი კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ აღწევს და უფრო ზრდის ამ ტრანსფერის განხორიციელების შანსებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გერმანელი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით