გვარდიოლამ კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონი გირვანქა გაიღო !

25-03-2020, 02:29

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა პეპ გვარდიოლამ, კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონი გირვანქა გაიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქალაქელთა" თავკაცი კატალონიის თითოეულ ოჯახს, 1000 ევროიანი თვიური ანაზღაურებით დაეხმარება.

ცნობების მიხედვით, გვარდიოლასთან ერთად დაზარალებულთა ფონდში მილიონი გადარიცხა "სიტის" არგენტინელმა ვარსკვლავმა, სერხიო აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ვირუსის გამო, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი, 29 აპრილამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით