ინგლისის თასის გათამაშება მომავალ სეზონში არ გაიმართება

25-03-2020, 12:08

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით, შესაძლებელია მოხდეს ინგლისის თასისა და ინგლისის ლიგის თასის გათამაშებების გააუქმება 2020-2021 წლების სეზონში.

წყაროს მტკიცებით, ეს შეძლება მოხდეს კლუბების მოთხვნით, იმ შემთხვევაში, თუ მათი კალენდარი ძალიან გადაიტვირთება.

როგორც იცით, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის გათამაშება შეჩერებულია 30 აპრილამდე და პანდემიის გავრცელების პირობებში შეიძლება ამ თარიღმა კიევ გადაიწიოს. შესაბამისად არც ისაა ცნობილი, როდის და რა ფორმით დასრულდება ჩემპიონატი.

ამ დროისთვის, პრემიერლიგის გუნდების უმრავლესობას სურს მიმდინარე სეზონის დასრულება და შემდეგ ახლის დაწყება. მაგრამ, თუ კლუბების კალენდარი ზედმეტად გადაიტვირთება, მათ მოუწევთ ზოგიერთ ტურნირზე უარის თქმა. ასეთ შემთხვევაში, ეს ტურნირები დიდი ალბათობით  ეროვნული თასები იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით