ფეხბურთის გარეშე 2021 წლამდე. საგანგაშო განცხადება ფეხბურთის ქომაგებისთვის

25-03-2020, 12:22

როგორც მოგეხსენებათ, ევროპული ფეხბურთი უკვე რამდენიმე კვირაა კორონავირუსის პანდემიის გამოა შეჩერებული და ვარაუდობენ, რომ სეზონი მაისში განახლდება, რასაც გერმანელი ვირუსოლოგი, იონას შმიდტი, არ ეთანხმება.

"დარწმუნებული ვარ, გუნდები თამაშების განახლებას აპრილსა და მაისში ვერ შეძლებენ".

"ჩემი აზრით დახურულ კარს მიღმა მატჩების ჩატარება არც უნდა განიხილებოდეს, რადგან ხალხი  სხვა სივრცეს მონახავს შესაკრებად, რათა თამაშები ნახონ".

"ფეხბურთის ოფიციალური სეზონის განახლება  2021 წლამდე ვერ მოხერხდება," - განაცხადა გერმანელმა სამედიცინო ექსპერტმა

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, უეფამ  ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 1 წლით, ხოლო ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები ივნისამდე გადაწია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით