18 წლის გერმანელი პრემიერლიგის გრანდების რადარზე

27-03-2020, 17:14

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "შალკეს“ 18 წლის მცველმა, მალიკ ტაივმა, კარიერა, შესაძლოა,  "ლივერპულში" გააგრძელოს.

მერსესაიდული კლუბის ხელმძღვანელობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანულ კლუბთან და მზად არიან ტრანსფერის გასაჩარხად ყველაფერი გააკეთონ.

დღეს კი Daily Mail-მა გვამცნო, რომ "ლივერპულს" ტაივის გადაბირება "მანჩესტერ სიტისა და "არსენალსაც" სურთ და საქმეში სულ მალე ჩაერთვებიან.

მიმდინარე სეზონში ტაივმა "შალკეს" ახალგაზრდულ გუნდში 9 გოლი გაიტანა და ძირითად შემადგენლობაშიც ჰქონდა დებიუტი.

მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 7,5 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით