"მილანი" "დორტმუნდის" შემტევით დაინტერესდა

25-03-2020, 18:23

გავლენიანი იტალიური გამოცემა  Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანი" "დორტმუნდის" შემტევით დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის სამიზნე მარიო გიოტცეა.

გერმანელ ფეხბურთელს დორტმუნდთან ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს და, სავარაუდოა, რომ მხარეები ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ. შესაბამისად, "როსონერის" გიოტცეს დამატება უფასოდ შეეძლება.

27 წლის ფეხბურთელმა წელს დორტმუნდის მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით