"ბარსელონა" ტრანსფერზე 8 ფეხბურთელს დააყენებს

25-03-2020, 19:12

ესპანურ პრესაშ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 8 ფეხბურთელის გაშვებას განიხილავს.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიელები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ, რისთვისაც გუნდში 5 ახალი მოთამაშის მიყვანას გეგმავენ. თუმცა, კორონავირუსის გავრცელებით მიყენებული ფინანსური ზიანის გამო, "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

კატალონიური გრანდის სატრანსფერო ფანჯარაზე დასაყენებელთა სიაში არიან: ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი, სამუელ უმტიტი, მარტინ ბრეიტუეიტი, ფილიპე კოუტინიო, ჟუნიორ ფირპო, ანტუან გრიზმანი და ნეტო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით