საქართველოს ნაკრების 2 ფეხბურთელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, პასუხი ცნობილია

25-03-2020, 22:05

რუსული კლუბის "რუბინის" ოფიციალური საიტის ცნობით, ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა.

როგორც ირკვევა, ტესტი როგორც ფეხბურთელებმა, ასევე სამწვრთნელო შტაბმაც ჩაიტარა და საბედნიეროდ, დადებითი პასუხი არ ყოფილა.

ყაზანურმა კლუბმა, შესაბამისად, უკვე გუნდური ვარჯიშებიც განაახლა და ფეხბურთელები სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ "რუბინის" რიგებში ქართველი ლეგიონერები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ირიცხებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით