"ამ ვირუსით თქვენ უნდა დაინფიცირებულიყავით, დამანებეთ თავი"

25-03-2020, 22:09

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიური "ფლამენგოს" მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟესუსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პორტუგალიელი სპეციალისტი, ამის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც აეროპორტში არაერთი ჟურნალისტი დახვდა.

როგორც ჩანს, ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა 65 წლის სპეციალისტი და მან ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"დამანებეთ თავი, ამ ვირუსით თქვენ უნდა დაინფიცირებულიყავით." - მიაძახა ჟესუსმა ჟურნალისტებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით