იტალიელი მორაგბე, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ექიმებს ეხმარება

25-03-2020, 23:57

მოგეხსენებათ, ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს, განსაკუთრებით კი ეს პრობლემა იტალიას აწუხებს.

პანდემიასთან საბრძოლველად და ექიმების დასახმარებლად არაერთი იტალიელი წავიდა მოხალისედ, მათ რიგებში კი იტალიის ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი, მაქსიმე მბანდაც გახლავთ.

27 წლის მორაგბე ყვითელი ჯვრის მოხალისედ ჩაეწერა და მიუხედავად არანაირი სამედიცინო განათლებისა, ის მაინც ახერხებს ექიმების დახმარებას. ის სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი გახლავთ.

"როდესაც გავიგე, რომ ყველა სარაგბო ტურნირი გადაიდო, მაშინვე გადავწყვიტე ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დავხმარებოდი." - განაცხადა მბანდამ ინტერვიუს დროს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით