მთელი ოჯახი ამოწყდა. ფეხბურთელი ცოლთან და შვილთან ერთად გარდაიცვალა

26-03-2020, 00:20

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ანდრეი შჩერბაკოვი ბელარუსის "ვიტებსკის" მეკარე ავტოავარიაში დაიღუპა.

27 წლის ფეხბურთელი მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, როცა უეცრად ევაკუატორს შეეჯახა. შჩერბაკოვის გარდა დაიღუპნენ მისი მეუღლე და 8 წლის შვილი. გადარჩა მხოლოდ მეკარის მეორე შვილი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.

2011 წელს შჩერბაკოვი ბორისოვოს "ბატე"-ში ჩაირიცხა. ამ გუნდის შემადგენლობაში ის გახდა ქვეყნის ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული. 2012 წელს იყო ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით