ქართველი სპორტსმენი: "საშინელებაა, რამე რომ დაგემართოს წყალსაც არ მოგაწვდიან, რადგან..."

26-03-2020, 00:29

იტალიური კლუბის, "ვირტუსის" ქართველმა კალათბურთელმა, ბუბუ ჟღენტმა გადაცემა "სპორტალთან" საუბრის დროს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"ისეთი რთული სიტუაციაა, რომ აქ თავად იტალიელებსაც ვერ უვლიან და ჯვარი გვწერია ჩვენ რომ რამე დაგვემართოს ხომ წყალსაც არავინ მოგვაწვდის."

"როდესაც ასეთი გასაჭირია და რთული სიტუაციია, რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია საკუთარ სამშობლოში დაბრუნდეს."

"სწორედ ამიტომ მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და ავიაკომპანიებს, რომ იქნებ რამენაირად ჩაატარონ სპეციალური რეისები." - აცხადებს ჟღენტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით