მანესა და "ლივერპულის" გზები შესაძლოა გაიყაროს

26-03-2020, 17:20

„ლივერპულის“ ერთ-ერთ ლიდერს, სადიო მანეს, უკვე დიდი ხანია, რაც მადრიდის „რეალის“ სახელს აქტიურად უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი მის სანაცვლოდ 140 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს.

მერსისაიდული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, მოჰამედ სისოკომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სენეგალელი ფეხბურთელის მომავალს „სამეფო კლუბის“ მაისურით ხედავს:

,,მანე სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ზინედინ ზიდანს სჭირდება. ვფიქრობ, 27 წლის ფეხბურთელი კარიერას მადრიდის „რეალში“ განაგრძობს."-განაცხადა სისოკომ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, მანეს ანგარიშზე 26 მატჩში 14 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით