"საქართველო საზიზღარი ქვეყანაა, აქ ყველაფერი ყარს, და..."

26-03-2020, 13:46

გასული სეზონის დასრულების შემდგომ ქუთაისის "ტორპედოს" სლოვენიელმა ფეხბურთელმა, მარეკ ჰლინკამ კლუბი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

27 წლის ნახევარმცველმა ერთ-ერთ სლოვენიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც "ტორპედოს" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

"სათასო და ჩემპიონატის მატჩები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ვარჯიშებზე ფეხბურთელები თითქოს უბრალოდ გასართობად დადიოდნენ."

"განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავდი. "დინამოსა" და "ტორპედოს" ისტორიულ შეხვედრას 55 ათასიან სტადიონზე მხოლოდ 300 ადამიანი ესწრებოდა."

"ასევე საშინელი პირობები იყო კლუბშიც. ასეთი არასდროს არაფერი მინახავს. არ გვქონდა სატრენაჟორო დარბაზი. ძალიან ძველი შენობები, სასადილოები და საუნა. ყველაფერთან ერთად სასტუმროში სინესტე იყო და ვირთხები დარბოდნენ." - აცხადებს ჰლინკა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით