"ამისათვის ასათიანი ყოველთვის კონფლიქტამდე მიდიოდა" - რას იხსენებს საჩიოვი

26-03-2020, 14:48

მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დმიტრი სიჩიოვმა, ერთ-ერთ YouTube არხზე ქართველ თანაგუნდელებთან ურთიერთობის შესახებ ისაურბა.

მან აღნიშნა, რომ იმ დროს მთელი გუნდი ქართულ რესტორანში დადიოდა და მასპნძლობას ყოველთვის ასათიანი უწევდათ.

"ყოველთვის ერთ ქართულ რესტორანში დავდიოდით - "Сам пришёл". სადილის ბოლოს ყოველთვის კონფლიქტამდე მივდიოდით, რადგან მთელ დანახარჯს მუდამ მალხაზ ასათიანი იხდიდა. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის უხერხულობას ქმნიდა, რადგან ბიჭები ხშირად ოჯახებით იყვნენ.  ასათიანი კი ამბობდა, რომ თუ  ჩვენ გადავიხდიდით თავად დარჩებოდა განაწყენებული და მორჩა. მოკლედ, ჯობდა დათანხმებულიყავი".

"აი ჯანაშიას კი მუდამ ზედმეტი წონა აწუხებდა. ასეთებისთვის ცალკე მაგიდა ჰქონდათ. ხუმრობით ვამბობდით, რომ ეს მაგიდა იმათთვის იყო, ვინც 100 კილოგრამს იყო გადაცილებული".  ჩვენთან ხორცი მოჰქონდათ, მათთვის კი მხოლოდ მწვანილები. სტეიკებს გეახლებოდით, ხოლო ისინი გვიყურებდნენ", - გაიხსენა სიჩიოვმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ზაზა ფაჩულიასა და ნიკოლოზ ბასილაშვილის თბილი შეხვედრა და ზაზას განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით