როგორ გადაურჩა "დინამო არენა" ტრაგედიას (ვიდეო)

26-03-2020, 15:21

შვეიცარიულმა გამოცემამ 2019 წლის 23 მარტს გამართული ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიხსენა, რომელიც თბილისში, "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და შვეიცარიას შორის შედგა და მოედანზე ტრაგედიის დატრიალებას გადავურჩით. 

შეხვედრის 23-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ჯიმი ტაბიძე და "ნიუკასლის" მცველი, ფაბიან შერი, ერთმანეთს თავებით შეასკდნენ, რამაც შვეიცარიელი ძალიან დააზიანა. თანაც მსაჯებმა თამაშის შეწყვეტა დააგვიანეს, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად ჯანო ანანიძე გაერკვა, რომელმაც გონებადაკარგულ მეტოქეს ენა დაუჭირა, რისი წყალობითაც, ის უფრო მძიმე განსაცდელს გადაარჩინა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, თამაში ორივე ფეხბურთელი მოედანზე დარჩა, ტაბიძე შეხვეული თავით, ხოლი შერის გონებაზე მოსვლას 10-15 წუთი მაინც უცადეს. მისი მინდორზე დაბრუნების გადაწყვეტილება სტუმარი გუნდის მთავარმა ექიმმა მიიღო, რამაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

"ექიმებს ყოველი სიტუაციისთვის შესაბამისი ინსტრუქციები გვაქვს. როდესაც შარი გონს მოვიდა, ამგვარი მომენტისთვის საჭირო პროცედურები გავიარეთ: დავუსვით შესაბამისი კითხვები,  მაგალითად, ვკითხეთ, თუ სად ვიმყოფებდოით. გვითხრა, საქართველოში ვართ, თბილისშიო".

"ტრავმის მიღებიდან მინდორზე დაბრუნებამდე ათ წუთზე მეტი გავიდა. ვფიქრობ, საჭირო დრო იყო იმისთვის, რომ სწორი დასკვნები გამოგვეტანა", - განაცხადა შვეიცარიის ნაკრების მთავარმა ექიმმა დამიან მელიმ.

თავად ფაბიანი კი ამ მძიმე მომენტს ასე იხსენებს:

"იმ კადრებს ხშირად ვუყურებ და ყოველი ნახვისას შიში მიპყრობს ხოლმე. მართალი გითხრათ, არაფერი მახსოვს. რამდენიმე წამი ნოკდაუნში ვიყავი. მერე ტკივილებიც საკმაო ხანს მაწუხებდა".






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით