გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედის" 7 ნომერი გახდება?

26-03-2020, 19:01

გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური "ბარსელონას" ფორვარდის, ანტუან გრიზმანის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, წინადადებით მიმართოს "ბარსელონას", რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს 29 წლის ფორვარდის გასხვისება.

"მანჩესტერში" გადასვლის შემთხვევაში გრიზმანი მეშვიდე ნომერს მიიღებს, რომლითაც ამ კლუბში თამაშობდნენ, დევიდ ბექჰემი, ერიკ კანტონა, კრიშტიანო რონალდო და ჯორჯ ბესტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით